შსს ცესკოს გარშემო შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს. ცესკოს გარშემო მოქალაქეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად და თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნისთვის შეიკრიბნენ.
პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, თამარ ჟვანია შენობაში არ იმყოფება.