მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პოლიტიკური ნების შემთხვევაში დარჩენილი პუნქტების შესრულება მოსწრებადია“ - ედუარდ მარიკაშვილი EU-ს რეკომენდაციებზე

64418ea626781
ალა ისპირიანი
20.04.23 22:31
542
ცხრა ორგანიზაციამ შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი მოამზადა, რომელიც ხელისუფლების მიერ 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ მდგომარეობას აფასებს. საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციებზე, რის საფუძველზე ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.

შეუსრულებელი პირობები: დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო; მედიის თავისუფლება; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
ნაწილობრივ შესრულებული პირობები: ანტი-კორუფციული ზომები; საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები; დამოუკიდებელი სახალხო დამცველი; მოწყვლადი ჯგუფების დაცვა.
მეტწილად შესრულებული პირობები: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; გენდერული თანასწორობა.
სრულად შესრულებული პირობები: ECHIR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ ედუარდ მარიკაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში აღნიშნული პუნქტების შესრულება სრულიად მოსწრებადია. 

„ძალიან მარტივად არის მოსწრებად ყველა პუნქტის შესრულება. პოლიტიკური ნების შემთხვევაში აქამდეც შესაძლებელი იყო. საზოგადოებამ ხელისუფლებას მკაფიოდ აჩვენა თავისი არჩევანი, რომ ეს ევროპული გზაა. საზოგადოების ამ დამოკიდებულებიდან და განწყობებიდან გამომდინარე მათ უნდა დაინახონ, რომ საზოგადოებისთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია, რაც პირობების შესრულებაში უნდა აისახოს“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

იგი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული პუნქტების შესრულება დიდწილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„სამოქალაქო ორგანიზაციების ერთ-ერთი მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ პასუხისმგებლობა დიდ წილად საქართველოს ხელისუფლებაზეა და თუ ეს პუნქტები არ შესრულდა პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე დარჩება.

ჩვენ გვექნება ინტენსიური ადვოკატირება, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისევე საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით, რომ ყველამ დაინახოს რომ ჩვენი ყველას მიზანია საქართველოს კანდიდატის სტატუსი ჰქონდეს. ეს კანდიდატის სტატუსი შინაარსობრივადაც უნდა ითარგმნოს იმ რეფორმებში, რომელიც აუცილებელია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ეს არის მედიის თავისუფლება, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და ა.შ“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები