მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი ეუთო-ს შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციას არ დაუშვებს

6377caaf6c719
ალა ისპირიანი
18.11.22 22:15
671
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა არ დაუშვებს რუსეთის დელეგაციას ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა სხდომაზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება.

კითხვაზე - მოსალოდნელი იყო თუ არა მინისტრთა სხდომაზე სერგეი ლავროვის დასწრება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ უპასუხა: "ჩვენ არ ველოდებით მინისტრ ლავროვის ვიზიტს ლოძში".

შეგახსენებთ, რომ წელს, პოლონეთი, ეუთოს ყოველწლიურ მინისტერიალს თავმჯდომარეობს, რომელიც ლოძში 1-2 დეკემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები