მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაასანქციროს

6458e679d00f5
მარიამ ვარადაშვილი
08.05.23 13:20
663
პოლონეთი ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციას სანქციები დაუწესდეს. საუბარია იმ პროდუქტზე, რომელთა იმპორტიც ევროკავშირის ქვეყნებში კვლავ ხდება.

“ვფიქრობთ, რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციას სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს”,-განაცხადა ევროკავშირში პოლონეთის წარმომადგენელმა ანჟეი სადოსმა.

Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს განიხილავს. ახალი პაკეტი ფოკუსირებული იქნება არსებული სანქციების თავის არიდებს პრევენციაზე.

სანქციების ჯერჯერობით ბოლო, მე-10 პაკეტი ევროკავშირმა ომის წლისთავზე დაამტკიცა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეს რაუნდი ორმაგი გამოყენების საქონლის ტრანზიტის აკრძალვას მოიცავს. ახალი სანქციები ასევე გავრცელდება 121 ადამიანსა და ორგანიზაციაზე, ხოლო დაწესებული შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთიდან იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე რუსული პროპაგანდისტული მედიის მუშაობაზე. ჯამში, სავაჭრო შეზღუდვა დაახლოებით 11 მილიარდი ევროს მოცულობის საქონელს შეეხება. მე-10 პაკეტი ასევე ითვალისწინებს რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნასაც, მათ შორის არიან Alfa და Tinkoff ბანკები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები