ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების რეიტინგი შეიცვალა - პოლონეთი საქართველოსთვის ღვინის უმსხვილეს ბაზრებს შორის მეორე ადგილზეა.
2022 წლის 6 თვეში ექსპორტზე 99.8 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, კლება წლიურ ჭრილში მხოლოდ 4.2%-ია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ -უკრაინის ომის გამო ბაზარზე უფრო მკვეთრ კლებას პროგნოზირებდნენ.
სად ყიდის საქართველო ღვინოს?
მიმდინარე წლის 6 თვეში ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთი იყო, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 57.9% მოდის. ამ ბაზარზედ 57.8 მლნ დოლარის ღვინო გაიყიდა. მეორე ადგილზეა პოლონეთია, სადაც 7.47 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. ზრდა წლიურ ჭრილში 26%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის მოცულობა 1.5 მლნ დოლარით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთი მეოთხედან მეორე ადგილზეა გადავიდა და გასული წლის 6 თვის სტატისტიკის მიხედვით უკრაინის ადგილი დაიკავა. სარეალიზაციო ქვეყნების სამეულში 7.2 მლნ დოლარიანი ექსპორტით ჩინეთია.
ღვინის საექსპორტო ბაზარები, სადაც ექსპორტი $1 მლნ-ს აღემატება / 2022 წლის 6 თვე /
1. რუსეთი - 57.8 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 59.72 მლნ დოლარი)
2. პოლონეთი - 7.5 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 5.93 მლნ დოლარი)
3. ჩინეთი - 7.2 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 7.49 მლნ დოლარი)
4. ყაზახეთი - 4.2 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 4.29 მლნ დოლარი)
5. უკრაინა - 3.4 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 10.2 მლნ დოლარი)
6. აშშ- 2.6 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 2.22 მლნ დოლარი)
7. ლატვია - 2.4 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 2.13 მლნ დოლარი)
8. ბელარუსი - 2.2 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 2.2 მლნ დოლარი)
9. გერმანია - 1.9 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 1.52 მლნ დოლარი)
10. ლიეტუვა - 1.2 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 1.23 მლნ დოლარი)
11. ესტონეთი - 1.2 მლნ დოლარი (2021 წლის 6 თვე- 0.85 მლნ დოლარი)