საერთო ჯამში, Porsche-მ 40 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც ერთ წელში თითქმის 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება საოპერაციო მოგებას, აღნიშნული მაჩვენებელი 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 30%-ითაა გაზრდილი და კომპანიის არსებობის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნა Porsche-ს პირველ ელექტრომობილზე, Taycan-ზე ფიქსირდება, რომელიც, ექსპერტთა უდიდესი ნაწილის შეფასებით, პლანეტის საუკეთესო ელექტრომობილია.
სამომავლოდ Porsche ელექტიფიკაციის სტრატეგიის გააქტიურებას და პორტფელში ახალი ელექტრო მოდელების, მათ შორის, Macan-ის და Cayman-ის დამატებასაც გეგმავს.
Porsche-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 110 მილიარდ დოლარს აღწევს და ის ავტომწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, რა თქმა უნდა, Tesla-სა და Toyota-ს გვერდით. შედარებისთვის, შარშან საფონდო ბირჟაზე დებიუტის პერიოდში Porsche-ს კაპიტალიზაცია 75 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ანუ საქმე გვაქვს აქციების 46%-იან ზრდასთან.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.