„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პრემიუმ კლასის ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელი გახდეს. განსაკუთრებულ სტატუსთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ ისინი მიიღებენ ფინანსურ სარგებელს, რადგან საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მუდმივად იზრდება. ქართველი მომხმარებლისთვის, ისევე როგორც ათასობით ინვესტორისთვის მთელ მსოფლიოში, „პორშეს“ აქციები მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც კომპანიამ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების ნაწილის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის ცნობით, პორშემ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 9.1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც ევროპის საფონდო ბირჟებზე 2011 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ტრანზაქციაა.
სტუმრები: თამარ ხოსროშვილი - „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი;
ნიკა მაღლაფერიძე - „თეგეტა ჰოლდინგის” სტრატეგიული დაგეგმვისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;