მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პორშე ცენტრი თბილისი“ მსოფლიო დასუფთავების დღის აქციას შეუერთდა

პორშე
BM. GE
19.09.22 16:14
6

17 სექტემბერს მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში დასუფთავების აქცია მოეწყო. ამ საერთაშორისო თარიღს წელს „პორშე ცენტრი თბილისიც“ შეუერთდა.

კომპანიის თანამშრომლებმა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივად გამწვანებული ტერიტორიის, დიღმის ჭალების დასუფთავებაზე იზრუნეს. აქცია „პოლივიმის“, „პარკი არ მინდას“ და „დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის“ მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „პორშე ცენტრი თბილისის“ თანამშრომლებს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების წესებიც გააცნეს. დიღმის ჭალებში ნარჩენები სწორედ ამ წესების მიხედვით შეგროვდა.

თათო ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ეკოლოგიაზე ზრუნვა და გარემოს გაფრთხილება „პორშე ცენტრი თბილისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. ნარჩენების პრობლემის დაძლევა დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა, გარემოზე ზრუნვა კი - თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მოხალისეს პორშეს გუნდიც შეუერთდა და მცირედი წვლილი შევიტანეთ დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწვანებული ტერიტორიის დასუფთავებაში“.

დასუფთავების მსოფლიო დღე 2008 წლიდან აღინიშნება და 200-ამდე ქვეყანაში მილიონობით მოხალისეს აერთიანებს. მთავრობის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და კომპანიების წარმომადგენლები ერთიანდებიან, რომ დაძლიონ ნარჩენების გლობალური პრობლემა და მდგრად განვითარებას შეუწყონ ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები