მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ბიზნესმენებს ხვდება

5f8eb8805d5d0
თელარა გელანტია
20.10.20 14:09
2013
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესმენებს შორის შეხვედრა იწყება. კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე იკრიბებიან.

ბიზნესმენებს შორისაა "აჭარა ჯგუფის" დამფუძნებელი თემურ უგულავა, "რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი, "საქართველოს კაპიტალის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და სხვები.

კერძო სექტორის და მთავრობის მეთაურის შეხვედრის ძირითადი თემა, სავარაუდოდ, არსებული საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივება და ბიზნესის მხარდაჭერა იქნება.

ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გააკეთებს თუ არა კომენტარს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ჯერჯერობით, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები