მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ქვეყნის ეკონომიკა წლის ბოლოს 30 მლრდ ლარით გაიზრდება

64b280e8837c2
BM.GE
15.07.23 15:18
820
ქვეყნის რეზერვები, ეროვნული ბანკის რეზერვები 5 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს. შედარებისთვის, ვახსენე ასევე უმუშევრობა, რომელიც 35%-ზე მეტი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, რეზერვები იყო 2.8 მლრდ დოლარი, ახლა არის 5.1 მლრდ დოლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება, ვითარდება.

“დეპოზიტები და სესხები ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების დეპოზიტებზე მინდა რომ ვთქვა, დოლარში იყო დაახლოებით 2.5 მლრდ 2012 წელს და დაახლოებით ამდენივე ლარში 2.6 მლრდ. თქვენ თუ დაინტერესდებით რამდენი არის დეპოზიტები დღეს ჩვენი ხალხის, 25 მლრდ დოლარი დაახლოებით არის დეპოზიტები ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის. 10-ჯერ არის გაზრდილი ამ დეპოზიტების მოცულობა და ლარშიც ასევე 26-27 მლრდ არის ლარში დეპოზიტები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება, ვითარდება.

მე ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება წლის ბოლოს უკვე 30 მლრდ ლარით. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პროგრესია და ამას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ჩვენი ქვეყნის მტრები, შიდა თუ გარე მტრები სწორედ ებრძვიან ამ განვითარებას, მშვიდობას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების არ შექმნას და ა.შ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გვაქვს ძალიან მაგრად, კონტროლის ქვეშ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები