“ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში”, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში საქართველოს არმონაწილეობას.
„საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხაება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას - ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!
ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება“, - წერს ნინო ლომჯარია facebook-ის გვერდზე.
საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება - ირაკლი ღარიბაშვილი