მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის მამის ღვინის კომპანიას სამინისტრომ 150,000-ლარიანი შესყიდვა გაუფორმა, თუმცა კონტრაქტი გაუქმდა

ირაკლი ღარიბაშვილი

29 აგვისტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა “მოსავლის მართვის კომპანიამ” ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის კომპანიას, “ქართულ ფესვებს” 150,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. შესყიდვა რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა ამის შემდეგ აღნიშნული შესყიდვა გაუქმდა. 

BMG-იმ აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მამის კომპანიის დირექტორს ნათია ლობჯანიძეს დაურეკა, თუმცა მისი განმარტებით ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. “მოსავლის მართვის კომპანიის დირექტორი” პაატა ჭავჭანიძე კი აცხადებს, რომ მათ დედოფლისწყაროს რაიონში არცერთი ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული და რთველის მხარდაჭერას ძირითადად გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მდებარე ღვინის ქარხნების მეშვეობით ახდენენ. თუმცა ფაქტია, რომ 29 აგვისტოს მდგომარეობით მოსავლისა მართვის კომპანიასა და შპს “ქართულ ფესვებს” შორის შესაბამისი ხელშეკრულება არსებობდა და ის ორივე მხარის მიერ იყო ხელმოწერილი (CMR230111310).

დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მიუნხენში ჩარტერული რეისით გაფრენის საფასური სწორედ პრემიერის მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა და ის 34 ათასი ევრო დაჯდა. 

რაც შეეხება ღვინის კომპანია "ქართულ ფესვებს", ის 2019 წლის თებერვალში დაფუძნდა, მისი 50%-50%-იანი პარტნიორები ტარიელ ღარიბაშვილი და თამარ ალუღიშვილი არიან. კომპანიის დირექტორის პოსტს ნათია ლობჯანიძე იკავებს. 

ხელშეკრულება "მოსავლის მართვის კომპანიას" და "ქართულ ფესვებს" შორის, რომელიც 29 აგვისტოს გაფორმდა და უკვე გაუქმდა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები