მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 12 პოზიციით დაწინაურდა

645232e47dc89
BM.GE
03.05.23 15:55
620
Reporters Without Borders-მა პრესის თავისუფლების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. 2023 წლის მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 12 პოზიციით დაწინაურდა და ის მსოფლიოს 180 სახელმწიფოს შორის 77-ე ადგილს იკავებს.

ერთ წელიწადში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 2.39 პუნქტითაა გაზრდილი. მიუხედავად რეიტინგში დაწინაურებისა, კვლევითი ორგანიზაცია საქართველოსთან მიმართებით კრიტიკულ შეფასებას აკეთებს.

„ოფიციალური უწყებების ჩარევა ხელს უშლით პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. დამოუკიდებელი და ოპოზიციურად განწყობილი მედიისათვის ქვეყანაში გარემო სულ უფრო მეტად მტრულად განწყობილი ხდება, 2021 წელს ჟურნალისტებზე ფიზიკურად თავდასხმის შემთხვევების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა“, - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები