მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრინცი ჩარლზი: თუკი ახალი ეკონომიკური მოდელი არ იქნება შემუშავებული, პლანეტა განადგურდება

5e297534e1a10
BM.GE
23.01.20 23:20
902
დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა გავლენიან გამოცემა CNN-ს დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განუცხადა, რომ თუკი ახალი ეკონომიკური მოდელი არ იქნება შემუშავებული, პლანეტა განადგურდება.

პრინცმა აღნიშნა, რომ ის მიესალმება დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ინიციატივას, როგორიცაა Microsoft-ი და BlackRock-ი, რომლებიც კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ინვესტიციების გაღებას აპირებენ.

მეტი სიცხადისთვის პრინცმა გამოცემასთან ავსტრალიის მაგალითი მოიხმო, სადაც ხანძარმა სულ ახლახან ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა. ხანძარს შეეწირა ცხოველები და ადამიანები. პრინცმა კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მსოფლიოს ოკეანეები შთანთქავენ იმდენ სითბოს, რამდენსაც წამში ხუთი ატომური ბომბი წარმოქმნის.

„ტოქსიკური კვამლი აგრძელებს ინდოეთის ქალაქების მოწამლვას, მიუხედავად მთავრობის მხრიდან ჰაერის გაწმენდის დაპირებებისა, ამ კუთხით ბევრი არაფერი კეთდება“, - აღნიშნა პრინცმა ჩარლზმა.

როგორც პრინცი ამბობს, საზოგადოებას და მსოფლიოს დასაკარგი დრო არ დარჩა და დროულად თუ არ იმოქმედებენ, შედეგი შეიძლება ფატალური იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები