მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრივატიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უფრო თამამად და სწრაფად უნდა მივიღოთ“

60f025399b778
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.21 17:18
695
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ, განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

„როდესაც საქმე ეხება პრივატიზაციას გადაწყვეტილებებს ცოტა უფრო დაჩქარებულად უნდა მივყვეთ. პრივატიზაციის დროს, როდესაც წლობით მიგდებული ქონებები ვიღაცის ხელში გადადის, ეს გაცილებით კარგია, ვიდრე ის, რომ წლების განმავლობაში ობიექტები ინგრევა, ფუჭდება და მერე ვეღარავის ვერ მოვძებნით, ვისაც გადავცემთ. ამიტომ უფრო თამამად, უფრო სწრაფად უნდა მოვახდინოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზაციას სწრაფად ახორციელებთ ქვეყანას სჭირდება გაცილებით სწრაფი და თამამი ნაბიჯები. ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ თუ გვინდა, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები