მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამირების სფეროში მედიანური ანაზღაურება იზრდება

BM.GE
15.03.23 11:59
184
საქართველოში პროგრამირების სფეროში მედიანური ანაზღაურება 4,500 ლარს შეადგენს - ამას „ტექ სურვეის“ 2022 წლის შედეგები მოწმობს, რომელიც საქართველოს პროგრამირების სექტორის გამოკითხვის შედეგებს ასახავს. გამოკითხვაში მონაწილეობა 376-მა ადამიანმა მიიღო, რომლებიც პროგრამირების სხვადასხვა სფეროში, განსხვავებული მიმართულებებით საქმიანობენ. 

მედიანური ანაზღაურება წლების გამოცდილების მიხედვით იზრდება, მაგალითად, ერთიდან ორ წლამდე გამოცდილების მქონეთა მედიანური ანაზღაურებები 2,500 ლარს შეადგენს; 2-4 წლის 5,500 ლარია, 4-6 წლის მონაკვეთის მედიანური ანაზღაურება 8,500 ლარი, 6-9 წლის გამოცდილებით კი 12,500 ლარს შეადგენს. როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ასაკი, გამოცდილება და სამუშაოს ანაზღაურება და როგორ იცვლება ის ბოლო წლების მიხედვით?

სტუმარი: დათო ბუმბეიშვილი - მონაცემთა ვიზუალიზაციის დეველოპერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები