მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრესული და ეკომეგობრული ნაბიჯი - „რადისონ ბლუ ივერიაში“ მზის პანელები დამონტაჟდა

642bf312e8eaa
BM.GE
04.04.23 14:00
952
თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მზის პანელები დამონტაჟდა. წინაპირობა ბრენდის ერთერთი მთავარი ღირებულებები - პროგრესული ცვლილებები და საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვა გახდა, ამ შემთხვევაში, ეკომეგობრულობის სახელით. თავის მხრივ, ეკომეგობრულობის პრინციპს კომპანია, ამჯერად, ენერგოეფექტურობაზე დაყრდნობით ინარჩუნებს.

მზის პანელები საუკეთესო საშუალებაა, ენერგია დავზოგოთ და მისი ალტერნატიული რესურსებით ჩანაცვლებით, ეფექტურად გამოვიყენოთ. შედეგად - ნაკლები მატერიალური დანახარჯით, გარემოზე მავნე ზემოქმედებაც შევამციროთ.

„სილქ ჰოსფითალითი“ „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში წამყვანი პოზიცია უკავია. მზის პანელების დაყენება ბრენდის 20 წლიანი არსებობის მანძილზე, გარემოზე ზრუნვის კუთხით გადადგმული პირველი ნაბიჯი არ არის. „სილქ ჰოსფითალითი“ „მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს“ (WTTC) პარტნიორია - გლობალურად აღიარებული ორგანიზაცია, რომელიც მდგრადი განვითარების სტანდარტებს აწესებს. ბრენდის გადაწყვეტილებები მუდმივად თანხვედრაშია მსოფლიო სტანდარტებთან, სერვისისა თუ გარემოზე ზრუნვის კუთხით.

„მდგრადი განვითარება ყოველთვის იყო ჩვენი ბიზნესხედვის განუყოფელი ნაწილი. „სილქ ჰოსფითალითი“ ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ ცხადად ვაცნობიერებთ საკუთარ როლს საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვის საქმეში. რაც მთავარია, ამ ყველაფერს გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით ვახერხებთ.
ჩვენი შემდეგი პროექტის, სასტუმრო “ტელეგრაფის” შემუშავებული კონცეფციაც ენერგოეფექტურ მწვანე სასტუმროს გულისხმობს, რაც თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ უმთავრეს მახასიათებლად არის მიჩნეული. ეს იქნება რეგიონში პირველი შენობა, რომელიც მოეწყობა LEED Gold სტანდარტების მიხედვით", - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.

„ეკოლოგიური თვალსაზრისით, მზის პანელების გამოყენება გონივრული გადაწყვეტილებაა ისევე, როგორც კონკრეტულად, ჩვენს სფეროში - სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, სადაც დიდი რაოდენობით ელექტრო და თბოენერგია იხარჯება. თუმცა მზის პანელების გამოყენებით, შეგვეძლება გარემოზე ზემოქმედება მნიშვნელოვნად შევამციროთ თან ისე, რომ სასტუმროს ფუნქციონირებაზე ტარიფების ცვლილებამ გავლენა არ მოახდინოს" - იორდი ქუითი, “სილქ ჰოსფითალითის” აღმასრულებელი დირექტორი.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ ქვედა სახურავზე 89 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა, რაც სასტუმროს გარე ქსელიდან ელექტროენერგიის მოხმარებას შეამცირებს.

როგორც იორდი ქუითი გვიხსნის, საქართველოში ენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ქონა იშვიათი მოვლენაა, თუმცა მოხარულია, რომ მზის განახლებადი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, „სილქ ჰოსფითალითი“ ერთ-ერთი პიონერი კომპანია გახდება და ყველა ახალი სასტუმროს მშენებლობასაც ენერგოეფექტურობაზე დაყრდობით, ეკოლოგიაზე ზრუნვის მოტივით იგეგმება.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები