მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროსპექტისა’’ და უნიკალურ პროექტ „შინვუდის“ თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება

64a5281f3c62f
BM.GE
04.07.23 15:16
489
გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია „პროსპექტი’’ განაგრძნობს მასშტაბურ დეველოპერულ პროექტებთან წარმატებით თანამშრომლობას. ,,პროსპექტსა’’ და კომპანია „რექტუს დეველოპმენტს“ შორის, რომელიც ამჟამად ახორციელებს პროექტს “შინვუდი” თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. პირველი ფაზის გაყიდვები (53 მიწის ნაკვეთი) დაწყებიდან 4 თვის განმავლობაში დასრულდა, რაც დაგეგმილზე გაცილებით სწრაფად მოხდა. ამჟამად, მეორე ფაზის გაყიდვები მიმდინარეობს, რომლის ტემპიც ასევე საკმაოდ მაღალია და მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან მზარდია.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტის გაყიდვები წარმატებით მიმდინარეობს, რასაც განაპირობებს ჩვენი სინერგიული მუშაობა, ორივე კომპანიის გუნდის წევრების მაქსიმალური ჩართულობა და პროდუქტი, რასაც „შინვუდი“ სთავაზობს მომხმარებელს: ზღაპრული, ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჩაფლული ტყეში, სამშენებლოდ გამზადებული მიწის ნაკვეთები ყველანაირი კომუნიკაციითა და ინფრასტრუქტურით, გასართობი და მოსასვენებელი ადგილები, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრებისათვის შექმნილი სივრცეები, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის პროდუქტს და აჩენს დიდ სურვილს გახდნენ ამ ულამაზესი ადგილის ნაწილი", - აღნიშნავენ "პროსპექტში’’.

„შინვუდის“ ერთ-ერთი მმართველი პარტნიორის, ნიკოლოს ქევხიშვილის თქმით პროსპექტთან წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიზეზი არის კვალიფიციური გუნდი, რომლის თითოეული წევრი კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს სიღრმისეულად სწავლობს და ცდილობს გადაჭრის გზების მოძებნას.

„მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია „პროსპექტის“ მიდგომა: შეხედონ საკითხს კლიენტის პოზიციიდან და შესაბამისად შეაფასონ სიტუაცია” - აღნიშნავს ნიკოლოზ ქევხიშვილი.

"შინვუდი“ თბილისთან ახლოს, სულ რაღაც 23 კილომეტრის მანძილზე, თანამედროვე ურბანული სტანდარტებით დაგეგმარებული სააგარაკე კომპლექსია.

„პროექტში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიას, რასაც განაპირობებს გარშემორტყმული ტყე, 31,000 კვ.მ ფართობზე მოწყობილი გამწვანება და ცენტრალური პარკი, რომელიც „შინვუდის“ თითოეულ მიწის ნაკვეთს საფეხმავლო ბილიკით უკავშრდება. „შინვუდში“ საცხოვრებელი დანიშნულების ნაკვეთების ფართობები მერყეობს 500-1,300 კვ.მ.-ის ფარგლებში. - აღნიშნა გუგა კობახიძემ, კომპანია „პროსპექტის“ გენერალურმა დირექტორმა.

პროექტი „შინვუდი“ მომხმარებელს ყველანაირი კომუნიკაციით გამზადებულ მიწის ნაკვეთებს სთავაზობს; მიწის ნაკვეთები შემოღობილია და დამონტაჟებულია ჭიშკარი, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებას განაპირობებს. „შინვუდში“ მომხმარებლები დაცულები არიან ქაოტური განაშენიანებისაგან, რაც გამოიხატება დადგენილი სტანდარტებით: ფასადების მოპირკეთების, ჯამური სიმაღლეების და სართულიანობის ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ „შინვუდის“ მიწის ნაკვეთის თითოეულ მფლობელს, კომპანია საჩუქრად გადასცემს წინასწარ დამუშავებულ სახლის პროექტს. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, კომპანიის არქიტექტორებთან ერთად, შეიმუშავონ მათთვის სასურველი სახლის პროექტი.
გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია „პროსპექტი“ 2018 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს უძრავი ქონების სექტორში. "პროსპექტი’’ დეველოპერულ პროექტებში გაყიდვებისა და ქონსალთინგის კუთხით აქტიურად არის ჩართული და აფართოებს პარტნიორ კომპანიათა არეალს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

https://www.facebook.com/ShinwoodGe 
https://www.facebook.com/prospectsales 

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები