მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP-მ უკრაინისთვის ₾200 000-ის მედიკამენტი და პირველადი დახმარების ნივთები გამოყო

621b456ef1516
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.22 13:59
1344
ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის 200 000 ლარის ღირებულების მედიკამენტი და პირველადი დახმარების ნივთები გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ავრცელებს.

„PSP სოლიდარობას უცხადებს უკრაინას!

უკრაინელი ხალხისთვის გასაგზავნად 200 000 ლარის მედიკამენტები და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები უსასყიდლოდ გადავეცით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს - ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!“ - წერია PSP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები