მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP: "ჩვენთან თურქული წამლები ევროპულ ანალოგებთან შედარებით 77%-ით იაფია“

62557e6173232
თათია ჩაფიჩაძე
12.04.22 22:32
1861
სააფთიაქო ქსელს PSP-ში ამ ეტაპზე 32 თურქული წარმოშობის მედიკამენტია ხელმისაწვდომი. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიდევ 27 უახლოეს პერიოდში დაემატება, ეტაპობრივად კი სახეობები და რაოდენობები გაიზრდება.

რაც შეეხება მოთხოვნას, PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია ხაბეიშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა თურქული წარმოშობის მედიკამენტებზე არ ფიქსირდება.

„მაქსიმალურად ვცდილობთ გავაფართოვოთ ასორტიმენტი, რადგან ის მოიცავს ბევრი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიც არის გულსისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი გზების, ალერგიული, თვალის წვეთები და ა.შ.

მედიკამენტების შემოტანის პროცესი თავისებურია, ის მოიცავს არა მხოლოდ მომწოდებელი კომპანიების მოძიებას, არამედ დოკუმენტების გაცვლა-გამოცვლას, შეკვეთის ფორმირებას, ტრანსპორტირებას, განბაჟებას, ქსელში განაწილებას, საკმაოდ რთული პროცესია, მარტივად არ ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ აქცენტი გავაკეთეთ მედიკამენტების გაცილებით იაფად შემოტანაზე გავაკეთეთ, ვიდრე ევროპული დასახელებით იყიდებოდა, ამდენად მუდმივად ვმუშაობთ მომწოდებლებთან, რომ მოგვცენ შესაძლებლობა ქართველ მომხმარებელს იმ ფასთან მიახლოვებული დახვდეს, რაც თურქეთშია.

ასევე ვმუშაობთ ევროპელ მწარმოებლებთან ფასების კორექტირების კუთხით, ჯერ შედეგი არ დევს, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება მოთხოვნას, თითქმის ისეთივე დარჩა, როგორც ინდივიდუალური შეკვეთით, ფორმა 100-ის მეშვეობით შემოტანისას გვქონდა, თუმცა მომხმარებელი, რომელიც თურქულს ირჩევს,, კმაყოფილია, რადგან ფინანსური თვალსაზრისით, ეს ძალიან მისაღებია. ჩვენთან დაახლოებით 77%-ით იაფია თურქული წამლები ევროპულ ანალოგებთან შედარებით", - განაცხადა PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია ხაბეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები