მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP-ს და იტალიური Curasept-ის თანამშრომლობა

BM.GE
13.09.22 10:26
515
სტომატოლოგებისთვის PSP-ს მნიშვნელოვანი სიახლე აქვს და იტალიური ბრენდის „კურასეპტის“ წარდგენის ღონისძიებას იტალიელ პარტნიორებთან ერთად მართავს. ფარმაცევტული კომპანია, რომელიც არაერთი წამყვანი კომპანიის ექსკლუზიური პარტნიორია, ამ ჯერზე პროფესიონალებისათვის ევროპაში ოქროს სტანდარტად აღიარებული პროდუქციის და ბრენდის კონცეფციას სთავაზობს. პრეზენტაციისთვის რომელიც სტომატოლოგებისთვის იმართება პატრისიასთან ერთად მასპინძლები სხვა იტალიელ სტუმრებსაც ელოდებიან. მათ შორის R&D-ის ხელმძღვანელი, კურასეპტის ფორმულის ADS პატენტის გამომგონებელი, იტალიელი ექიმი სტომატოლოგი, პროფესორი ჯორდანო ბორდინი და „კურასეპტის“ საერთაშორისო კომერციული მენეჯერი პატრისია პულსონე. რას ნიშნავს ამ კონკრეტულ იტალიურ ბრენდზე საქართველოში ხელმისაწვდომობა სტომტოლოგებისთვის და რატომ შეირჩა კურასეპტი? 

სტუმრები: ანა ბოკუჩავა - PSP-ს პირის ღრუს მოვლის კატეგორიის მენეჯერი;
პატრისია პულსონე - „კურასეპტის“ საერთაშორისო კომერციული მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები