ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი ატომური იარაღით მოამარაგებს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისა და ბელორუსის კავშირში გაერთიანდებიან. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუს პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ისაუბრა.
„არ ვფიქრობ, რომ ყასიმ ტოკაიევი [ყაზახეთის პრეზიდენტი] ამაზე ღელავს, თუმცა, თუ უეცრად რაღაც მოხდება, არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ სხვა ქვეყნებსაც ისეთივე ახლო კავშირი ექნებათ რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ჩვენ.
ძალიან მარტივია: ქვეყნები უნდა შეურთდნენ ბელარუსის კავშირს რუსეთდან და სულ ესაა, გვექნება ატომური იარაღი ყველასთვის“, - განაცხადა ლუკაშენკომ მოსკოვში 25 მაისს გამართულ უმაღლეს ევრაზიულ ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე დასწრებისას.
ინფორმაციას Ukrainska Pravda ავრცელებს.