მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი სოჭში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდა

6360b16734a0f
BM.GE
01.11.22 09:47
499
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს სოჭში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ სამმხრივი შეხვედრა „ძალიან გამოსადეგი“ იყო. ამასთან, გავრცელდა ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც დაპირისპირებული მხარეები პირობას დებენ, რომ თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისგან.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი იმუშავებენ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევასა და რეგიონში ეკონომიკური განვითარების და უსაფრთხოებისთვის.

გარდა ამისა, პაშინიანმა განაცხადა, რომ ის მზადაა „რუსი მშვიდობისმყოფელების რეგიონში წარმომადგენლობის გახანგრძლივებისთვის“. კერძოდ, მისი თქმით, საუბარია მანდატის 10-15-20 წლით გახანგრძლივებაზე.

ცნობისთვის, 2020 წლის ომის შედეგად სომხეთმა  მთიანი ყარაბაღის რეგიონებზე კონტროლი დაკარგა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, მოსკოვმა რეგიონში დაახლოებით 2000 სამხედრო გაგზავნა, რომლებიც მშვიდობისმყოფელების სტატუსით იმყოფებიან.

მას შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არაერთხელ დაიძაბა ურთიერთობა, გასულ თვეს კი მხარეებს შორის ცეცხლის გახსნის შედეგად, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, 286 ადამიანი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები