მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინის გეგმები ევროპის "რთულ ზამთართან" დაკავშირებით არ მართლდება - Bloomberg

63bd1f830a932
მარიამ ვარადაშვილი
11.01.23 00:05
661
Bloomberg წერს, რომ პუტინის გეგმები ზამთართან დაკავშირებით არ მართლდება, რადგან სხვა ფაქტორებთან ერთად,  ევროპას ენერგოკრიზისის გაღრმავებისგან ზომიერად ცივი ზამთარიც იცავს.

გამოცემის თანახმად, კლიმატთან ერთად ხელშემწყობი ფაქტორები შემცირებული მოთხოვნა, ახალი მიმწოდებლები და თითქმის სრულად სავსე გაზის რეზერვებია. რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ევროპამ ენერგეტიკული კრიზისის ყველაზე უარესი ფაზა უკვე გაიარა. ხელშემწყობ ფაქტორებს შორის არის ჩინეთის საკითხიც, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო თხევად ბუნებრივ გაზზე [LNG] მოთხოვნა შემცირებული იყო, რამაც თავის მხირვ LNG-ის მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია შეამცირა.

“ეკონომიკისა და ევროპული ინდუსტირიების ჩამონგრევის საფრთხე, არსებული ვითარები აცილებულია”,-განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა, რომელიც ამავე დროს საკვანძო ფიგურაა ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავების საკითხში.

ამავე დროს ევროპისთვის ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ნორვეგია გახდა. იმ ფონზე, როცა რუსული გაზის მიწოდება თითქმის სრულად შეწყვეტილია.

Bloomberg-ის თანახმად, უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისი ევროპას თითქმის 1 ტრილიონი დოლარი უკვე დაუჯდა, რაც უმეტესად ენერგორესურსებზე გაზრდილმა ფასმა გამოიწვია. თავის მხრივ ევროპის მთავრობებმა ამ კრიზისს ჯამში 700 მილიარდი დოლარზე მეტის მოცულობის დახმარების პაკეტით უპასუხეს, რაც გულისხმობს როგორც ბიზნესის, ასევე მოსახლეობის დამხმარებას. სანქციების შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებს რუსული ქვანახშირისა და ნედლი ნავთობის იმპორტი შეწყვეტილი აქვთ. ყველაზე პრობლემური ევროგაერთიანებისთვის გაზის ჩანაცვლებაა, რასაც ნაწილობრივ ნორვეგიისგან იღებს, ხოლო LNG-ის კატარისგან და აშშ-გან. ამ ეტაპზე გერმანიას, რომელიც ევროპაში ყველაზე მეტ რუსულ გაზს მოიხმარდა, გაზსაცავები 91%-ით აქვს სავსე. ოლაფ შოლცის მთავრობამ Gazprom-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის ნაციონალიზაცია უკვე განახორციელა და მილიარდობით ევრო დახარჯა ამ საცავების შევსებაზე.

თავის მხრივ ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასების შემცირების მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება. ამასთან, ევროპაში გაზის მოხმარებაც მცირდება და მოსალოდნელია რომ ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება.

ამ ფონზე გერმანია ამ ზამთარს ჯამში LNG-ის სამ ტერმინალს გახსნის. ქვეყანა ელოდება, რომ ამ ტერმინალების მეშვეობით, თხევადი ბუნებრივი გაზი მისი მოხმარების დაახლოებით მესამედს დაფარავს. პოზიტიური ცვლილებების მიუხედავდ, ენერგორესურსებზე ფასები მაინც ისტორიულად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. იმ ფონზე, როცა მოსალოდნელია რომ წელს რუსეთი გაზადენით ევროპას დაახლოებით 27 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის, რაც 5-ჯერ ნაკლებია, ომამდე პერიოდთან შედარებით. ამას გარდა, რჩება რისკი იმის, რომ კრემლმა სრულად შეწყვიტოს გაზის მიწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები