მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქ ახალციხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ფიზიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

6453d2ec2be2b
BM.GE
04.05.23 21:30
609
ქალაქ ახალციხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ფიზიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

მათი ცნობით, კომპანია ახალციხის ცალკეული უბნებისა და მიმდებარე სოფლების (მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განვითარების, ხოლო „აბის დასახლების" წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობის“ პროექტს ახორციელებს.

კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილესთან, აკაკი მშვიდობაძესთან, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან და ახალციხის მერთან, ირაკლი ლაზარიშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მოწყობა და მოსახლეობის გამრიცხველიანება.

ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 10% უკვე შესრულებულია. პროექტი 2024 წელს დასრულდება, რის შედეგადაც, 11 400-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით არაერთი პროექტი მიმდინარეობს. გარდა დასრულებული და მიმდინარე პროექტებისა, კომპანიას სამშენებლო სამუშაოები კიდევ რვა პროექტის ფარგლებში აქვს დაგეგმილი, რომლის დაწყებაც 2023 წელს იგეგმება და ეტაპობრივად, 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 350 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს. ფიზიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები