მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ზელენსკის სახელი ოფიციალურად მიენიჭა - BBC

64bb9a1d4722c
ალა ისპირიანი
22.07.23 12:45
424
BBC-ის ინფორმაციით, ინგლისის ესექსის საგრაფოში, ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ოფიციალურად მიენიჭა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი.

გამზირის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა შორის იმყოფებოდა ჰარლოუს დეპუტატი რობერტ ჰალფონი.

დეპუტატის თქმით, ჰარლოუ ზელენსკის სახელობის ქუჩისთვის შესაფერისი ადგილია, რადგან ეს ქალაქი აშენდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ლონდონელი ოჯახებისთვის.

„ახალი ქალაქი ჰარლოუ წარმოიშვა, როგორც ფენიქსი ფერფლიდან. ჩვენ გვინდოდა, უკრაინელებისთვის გვეჩვენებინა, რისი გაკეთება არის შესაძლებელი. როგორც კი ისინი რუსეთზე გაიმარჯვებენ, არის იმედი, შესაძლებლობა, რომ მათ ექნებათ ახალი ლამაზი ქალაქები“, – განაცხადა რობერტ ჰალფონმა.

გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიალს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები