ეკონომიკური ფორუმი რეგიონებში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის - ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს მართავს.
თელავის შემდეგ, ეკონომიკურ ფორუმს ზუგდიდი მასპინძლობს. ღონისძიება 14 ივლისს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (ლაღიძის ქუჩა 2, ბოტანიკურ ბაღთან) ჩატარდება. ოფიციალური გახსნა 11:00 საათზეა დაგეგმილი.
მთელი დღის განმავლობაში მონაწილეები დაესწრებიან რამდენიმე პანელს, რომლებზეც ისაუბრებენ:
• ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე;
• მიაწვდიან ინფორმაციას გრანტებისა და სხვა პროექტების შესახებ;
• მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ “ქალები მომავლისთვის” წევრი ბიზნესლიდერი ქალები;
• დაგეგმილია ქოუჩინგ სესიები პიროვნული განვითარებისთვის;
• ადგილზე ჩატარდება საკონსულტაციო სესიები, სადაც მეწარმე ქალებს ბიზნესრჩევებს მისცემენ აუდიტორიული, საკონსულტაციო და სხვა გამოცდილი კომპანიები
დღის განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციას მიაწვდიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საბანკო და საფინანსო სფეროს, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.