სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირების მიზნით, USAID YES-Georgia პროგრამის Buzz საქართველოს ბრენდირებული ავტობუსი, პროექტის მონაწილეებთან ერთად, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლს ესტუმრა.
კამპანია „გახდი წარმატებული მეწარმე ქალი“ რეგიონებში მცხოვრებ 300-მდე მოქმედ მეწარმე თუ მეწარმეობით დაინტერესებულ ლიდერ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრებს, მათი საქმიანობებისა და საჭიროებების გაცნობას გულისხმობდა.
კამპანიის ფარგლებში, „კრისტალის“ წარმომადგენლებმა პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში ის სასათბურე მეურნეობებიც მოინახულეს, რომლებსაც ადგილობრივი ქალები წარმატებით უძღვებიან, ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტებში კი ავეჯის, ჩირის, ხილის ჩაის, შოკოლადისა და საბავშვო თეთრეულის საწარმოებს, სამკერვალო სალონს და საცხობს ესტუმრნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი საწარმო - მარწყვის სათბური, გამყოფი ხაზის მიმდებარედაა განთავსებული, რაც როგორც ამ საქმიანობების, ისე მეწარმე ქალების მხარდაჭერის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
აღსანიშნავია, რომ USAID YES-Georgia-ს განხორციელებაში უშუალოდ და ინტენსიურად მონაწილეობს კომპანიის გამოცდილი გუნდი - მენეჯმენტის წევრები და ფილიალების წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ ქალებს ტრენინგებს უტარებენ, ამავე დროს სთავაზობენ პრაქტიკულ ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორინგს, რითაც არა მარტო ახალი ცოდნისა და უნარების მიღებაში, არამედ მათი საქმიანობისა და მთლიანად თემების ცხოვრების გაუმჯობესებაში ღირებულ როლს ასრულებენ.
„კრისტალის“ წარმომადგენლებმა ქალებს USAID YES-Georgia პროგრამის Buzz საქართველოს ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ უამბეს, მათ შეკითხვებს უპასუხეს და მეწარმეობის დაწყებისა თუ განვითარების შესახებ სასარგებლო რეკომენდაციებიც მისცეს. ამას გარდა, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებსაც „კრისტალი“ მეწარმე ქალებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სთავაზობს.
„ჩვენთვის ქალთა გაძლიერება კორპორაციული ღირებულებების განუყოფელი ნაწილია და ამ კუთხით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, თუმცა USAID YES-Georgia არის უნიკალური ინსტრუმენტი, პოტენციურ თუ არსებულ მეწარმე ქალებს მთელი საქართველოს მასშტაბით მივწვდეთ, საჭირო ცოდნა მივცეთ, განვითარებაში დავეხმაროთ, მოვყვეთ მათ შესახებ და ამ ისტორიებით ჩვენთან ერთად Buzz საქართველოს ბრენდირებული ავტობუსით რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვამოგზაუროთ“, - აღნიშნავენ კრისტალში.
USAID YES-Georgia პროგრამის შესახებ:
USAID YES-Georgia საქართველო რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის ტრენინგების ჩატარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მათთვის სამეწარმეო საქმიანობასა და საჭირო კავშირების დამყარებაში მხარდაჭერას გულისხმობს. პროგრამა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქალებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დაწყება ან არსებულის განვითარება და შესაბამისი უნარების შეძენა სურთ.
Buzz საქართველო USAID YES-Georgia-ს პროგრამის „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ ერთი-ერთი კომპონენტია. პროგრამა ხორციელდება ფონდ „კრისტალის“ მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტაბების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას „კრისტალი“ უწევს. პროგრამის დახმარებით, 2024 წლისთვის 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნესსერვისებზე უკეთესი წვდომა ექნება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი ბიზნესები უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.
(რ)