მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარიშხალი "კიარა" British Airways-ს ფრენის რეკორდის მოხსნაში დაეხმარა

5e4112dbe98c6
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.20 13:00
3264
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბოლო პერიოდის მონაცემებით, British Airways-მა გუშინ ნიუ-იორკიდან ლონდონის მიმართულებით ყველაზე სწრაფი ფრენა შეასრულა; ფრენის ხანგრძლივობამ 4 საათი და 56 წუთი შეადგინა. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავიაკომპანიის თვითმფრინავმა Boeing 747-436-მა საათში 1,327 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო, რაშიც ქარიშხალი "კიარა" დაეხმარა.

თავის მხრივ, British Airways-მა განაცხადა, რომ ავიაკომპანიის მიზანი რეკორდის დამყარება არასდროს არ არის და კომპანია აქცენტს ყოველთვის მგზავრების უსაფრთხოებაზე აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე სწრაფი ფრენა ნიუ-იორკიდან ლონდონის მიმართულებით 1996 წელს შესრულდა BA Concorde-ის მიერ; მაშინ ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 52 წუთი იყო, ხოლო ფრენის სიჩქარემ 2,172 კმ/სთ-ს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები