მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბაზარზე კოსმეტიკის ახალი ბრენდი „მასკინი“ გამოჩნდა

6405d786309e5
ნანუკა ნარიმანიძე
07.03.23 10:00
906
ქართული კოსმეტიკის ბრენდი „მასკინი“ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელს პროფილაქტიკურ კოსმეტიკას სთავაზობს. ამის შესახებ ბრენდის თანადამფუძნებელმა თეონა ზაქრაძემ Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.

თეონა ზაქრაძის თქმით, პროდუქტმა უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა, მიზეზი კი ბრენდის ორგანულობა და ხარისხია.

„საქართველოში მრავალი უცხოური ბრენდის პროდუქციაა შემოტანილი და ამ სფეროში უზარმაზარი კონკურენციაა, სწორედ ამიტომ ვცდილობთ მომხმარებლისთვის ვაწარმოოთ ქართული, ნატურალური პროდუქტი. ჩვენი პროდუქტი ყველანაირი ქიმიური ნარევების გარეშე მზადდება. ბალახები, რომელსაც ვიყენებთ, ალპური ზონიდანაა მოწოდებული“, - განმარტავს დამფუძნებელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას დამფუძნებელი ამბობს, რომ ბრენდი ექსპორტზე გასვლას და გაფართოებას გეგმავს.

„რამდენიმე უცხოელმა მოიხმარა ჩვენი პროდუქტი და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, სამომავლოდ ექსპორტზე გასვლა ბუნებრივად მოხდება, ჯერ მხოლოდ პირველი პარტია ვაწარმოვეთ, შემდეგი პარტიის დამზადებაზე აქტიურად ვმუშაობთ, ზუსტად ვიცით რა მიმართულებით წავიდეთ და რა შევთავაზოთ მომხმარებელს, გეგმები დიდია“, - ამბობს თეონა ზაქრაძე.

„მასკინი“ ამჟამად მომხმარებელს ექვსი სახის პროდუქტს სთავაზობს, რომლის ფასიც 28-76 ლარამდეა, პროდუქციის შეძენა ონლაინ პლატფორმებზე, ბრენდის ვებ-გვერდსა და სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ კაბინეტშია შესაძლებელი, ამასთან, ბრენდი 10-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები