მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ღვინოზე დაფუძნებული პარფიუმერია ექსპორტისთვის ემზადება

61fa8c45ad088
მარიამ იზორია
02.02.22 21:30
1234
ღვინის კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია “Zarbazani Wine & Beauty” უახლოეს მომავალში პროდუქტს ექსპორტზე გაიტანს.

როგორც კოსმეტიკური კომპანიის დამფუძნებელი ნანა დავითაძე bm.ge-სთან ამბობს, იგეგმება ასორტიმენტის გაფართოებაც. კერძოდ, მალე წარმოებას ზღვის მარილი, სკრაბი, ტუჩსაცხი და პარფიუმი დაემატება.

“უახლოეს მომავალში დავიწყებთ ახალი პროდუქტების წარმოებას, საწყისად ზღვის მარილსა და სკრაბებს შევქმნით, შემდგომ კი პარფიუმერიულ ნაწარმს. გარდა ამისა, გვსურს მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი ვიყოთ როგორც პრემიუმ ხარისხისა და სეგმენტის ბრენდი. სწორედ ამიტომ მალე ექსპორტზეც გავალთ.

რაც შეეხება ქვეყნებს, პირველ ეტაპზე იქ გავალთ, სადაც ქართულ ღვინოს კარგად იცნობენ. ეს იქნება ყაზახეთი, უზბეკეთი და უკრაინა, ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებშიც შევალთ”, - ამბობს “Zarbazani Wine & Beauty”-ს დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, Zarbazani Wine & Beauty-მ ღვინის კოსმეტიკის საწარმო წავკისში ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციით აამოქმედა. კომპანია ღვინისგან ისეთ პროდუქტებს ამზადებს, როგორიც არის შამპუნი, შხაპის გელი, სამასაჟე ზეთი, თხევადი და მყარი საპონი. წავკისში მოქმედი საწარმო დღეისთვის 10 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები