მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულ კომპანიებს, რომლებიც ევროპის ბაზარზე ოპერირებენ, სახელმწიფომ საგადასახადო შეღავათი უნდა მისცეს“

636e8320eb7d9
ალა ისპირიანი
11.11.22 22:00
838
„ქართული კომპანიები, რომელიც ევროპის ბაზარზე ოპერირებენ, სახელმწიფომ შეღავათი უნდა მისცეს“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.

მან გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, რომ ყველა ის რეფორმა, რაც მდგრადი განვითარების, ეკონომიკური გაძლიერებისა და ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის პერსპექტივას გააჩენს უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, როგორ დავიმკვიდროთ ადგილი ევროკავშირის ბაზარზე. ის კომპანიები, რომლებიც ამ პროცესით აქტიურად არიან დაკავებული და ევროპის ბაზარზე ოპერირებენ ხელისუფლებამ ხელი სწორედ მათ უნდა შეუწყოს. მაგალითად ხელშეწყობა შეიძლება იყოს რეფორმები საგადასახადო მიმართულებით. ეს ინიციატივა რთულად გასატანი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ მდგრადი განვითარება მათ შეღავათი უნდა მიეცეთ.

ამ კომპანიებისთვის ეს გადაწყვეტილება კარგი სტიმული იქნება. ეს კარგი სტიმული იქნება იმ კომპანიებისთვისაც, ვინც პროდუქციას აწარმოებს და ფიქრობს ევროკავშირის ბაზარზე, როგორ შევიდეს.

შეიძლება თავიდან ბიუჯეტმა მცირე წაგებაზე იმუშაოს, მაგრამ გრძელვადიან ვადაში მორგებული იქნება, რადგან ევროკავშირის ბაზარი უალტერნატივოა. ყველა ის ქართული კომპანია, რომელიც ევროპის ბაზარზე ოპერირებს დაცულია“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

მან მაგალითად რუსეთის ბაზარიც მოიყვანა, რაზეც აღნიშნა, რომ მეზობელი სახელმწიფოს ბაზარზე მათ შორის ბიზნესი რისკის ქვეშაა:„რუსული ბაზარი საქართველოსთვის, - პრაქტიკულად ნული პერსპექტივით და ნული მომავლით. ეს არ ნიშნავს რომ სრულად შეწყდეს ვაჭრობა, მაგრამ უნდა დაიწყოს ალტერნატიული ბაზრების მოძიება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები