მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბიზნესებისგან საინვესტიციო ბანკების კონსულტაციაზე მოთხოვნა გაიზარდა - Galt&Taggart

63fdffddc6e86
სალომე ხიდურელი
28.02.23 19:49
785
„საქართველოს, რეგიონში თავისი უნიკალური პოზიციის გამო, ეკონომიკური ზრდის დიდი შანსი აქვს“, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ქოქოსაძემ თქვა. მისი მოსაზრებით, ქართულ ბიზნესსექტორს წლების განმავლობაში პროგრესის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

„კორპორაციულ სამყაროში 2003 წლიდან ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ თემები, რაზეც ჩვენს კლიენტებთან კონსულტაციებს გავდიოდით 5-10 წლის წინ, საერთოდ შეცვლილია და ქართულ ბიზნესსექტორს პროგრესი ყველა მიმართულებაში აქვს. ვერ გამოვყოფ ვერც ერთ კონკრეტულ სფეროს ან ბიზნესს, რომელიც სხვაზე დიდი ნაბიჯებით მიდის წინ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებიც სწორედ ამის გამო იჩენენ ყოველწლიურად უფრო დიდ დაინტერესებას ადგილობრივი კომპანიებისადმი, რომ ქართული ბიზნესები ყოველწლიურად უფრო მაღალ სტანდარტებზე ადიან“, - ამბობს ზურაბ ქოქოსაძე.

კითხვაზე, რამდენად მოთხოვნადია საინვესტიციო ბანკისაგან ბიზნესკონსულტაციები ქართულ რეალობაში, ბანკის წარმომადგენელი განმარტავს, რომ წლების განმავლობაში კომპანიებისგან მსგავსი მომსახურების მიღების სურვილი გაიზარდა.

„აღსანიშნავია, რომ Galt&Taggart თავდაპირველად თვითონ სთავაზობდა კომპანიებს სერვისებს, ბიზნესებს ვაცნობდით საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის უპირატესობებს, ვარწმუნებდით მათ, რომ საჭიროა, სწორი კორპორაციული მმართველობა გქონდეს, ყურადღება მიაქციო კომპანიის გამჭვირვალობას, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო ბაზარზე ფულის მოზიდვასა და ფასიანი ქაღალდების განთავსებაში დაგეხმარება. დღეს უკვე კომპანიები თავად ითხოვენ Galt-ის კონსულტაციებს და ჩვენი გუნდები საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ თითოეული კორპორაციული კლიენტისათვის პრეზენტაციების მომზადებაში, ინფორმაციის მიწოდებაში და ა.შ.“, - ამბობს ზურაბ ქოქოსაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები