საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები EU-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შეძლებენ მონაწილეობას. ევროკავშირის მასშტაბით ყოველწლიურად 250,000-მდე სუბიექტი (მთავრობა, სამინისტრო, სააგენტო და კომპანია) დაახლოებით, 2 ტრილიონი ევროს მოცულობის საქონლის, მომსახურებისა და სერვისის შესყიდვას ახორციელებს. ევროკომისიის ცნობით, უმსხვილეს შემსყიდველებს შორის არიან: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი. საგულისხმოა, რომ საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის საკითხი საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული, თუმცა აქამდე ქვეყანას სამართლებრივად ჰქონდა შეზღუდული ტენდერებში მონაწილეობის უფლება.
სტუმარი: ზაზა ნანობაშვილი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
სტუმარი: ზაზა ნანობაშვილი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;