მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ჩაი "მანნა“ წარმოებას ზრდის - პროდუქცია მალე ქვეყნის კიდევ 4 დიდ ქალაქში გამოჩნდება

62a0d66c324ef
ალა ისპირიანი
09.06.22 21:00
1048
ქართული ჩაი "მანნა“ წარმოებას ზრდის. როგორც Bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ეკატერინე ჯაგოდნიშვილმა განუცხადა, თვის ბოლოდან ჩაის ქუთაისში, ზუგდიდში, კახეთსა და ფოთში, "კარფურის" ქსელში შეიტანენ.

მისი თქმით, რეალიზაციის ბაზრის გაფართოების ფონზე კომპანია გაყიდვების 20%-მდე ზრდას ელის.

„თბილისში, რა თქმა უნდა, წარმოდგენილები ვართ და ასევე ბათუმში "კარფურის" სამ ფილიალშიც შევედით. ივნისის ბოლოდან ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და კახეთში შევალთ. ველოდებით გაყიდვების 15-დან 20%-მდე ზრდას.

ქუთაისში ასევე ჰორეკა მიმართულებითაც არის დაინტერესება. მაგალითად, დაგვიკავშირდა ერთ-ერთი სასტუმროს წარმომადგენელი, რომელსაც სასტურმო და კაფე აქვს და ჩვენი პროდუქციის განთავსების სურვილი გამოთქვა", - აღნიშნა ეკატერინე ჯაგოდნიშვილმა.

რაც შეეხება პროდუქციაზე ფასების ზრდას, კომპანიაში ამბობენ, რომ ინფლაციიდან გამომდინარე მათ შესაფუთი მასალები გაუძვირდათ, თუმცა ჯერჯერობით პროდუქციაზე არსებული ფასის შენარჩუნებას ცდილობენ.

ცნობისთვის, კომპანია „მანნა“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. მისი პროდუქციის ღირებულება 5-დან 55 ლარამდე მერყეობს. კომპანიაში ჯამში 24 ადამიანია დასაქმებული. მისი ყოველწლიური წარმოება კი 20 ტონამდე ჩაი და ნარევებია. ადგილობრივ ბაზარზე "მანნას" პროდუქციის 75% იყიდება, ექსპორტზე კი 25% გააქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები