მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული გასტრონომია პოპულარულია,მაგრამ შეთავაზებები ერთფეროვანი“ - Hospitality Projects-ი

636537cc795ad
ალა ისპირიანი
04.11.22 20:35
934
Hospitality Projects-ის დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია მიიჩნევს, რომ ქართული სამზარეულო პოპულარულია, მაგრამ მომხმარებელს უმეტესად მაინც ერთი და იგივე მენიუ ხვდება.

მან გადაცემა #BMGDRIVE -ში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გასტრონომიის დიდი კულტურა აქვს მოწოდების სიმაღლეზე ჯერ კიდევ არ ვართ.

„დღეს ჩვენი ღვინის ფასი კონკურენტუნარიანი არ არის. გასტრონომია არ არის განვითარებული. ქართული სამზარეულო მაქსიმალურად პოპულარული გახდა, მაგრამ უმეტესად სადაც მიდიხარ ერთი და იგივე მენიუა. არა და გასტრონომიის და კულინარიის ძალიან დიდი ისტორია გვაქვს. ყველა კუთხეს თავისი გამორჩეული კერძი აქვს.

მიმაჩნია, რომ გასტრონომია, ღვინის და სოფლის მეურნეობის მიმართულებები არის ის, რაზეც ვერ ვართ იმ მოწოდების სიმაღლეზე, სადაც უნდა ვიყოთ. დღეს ჩვენი ღვინის ფასი კონკურენტუნარიანი არ არის. უნდა მივაღწიოთ, რომ მასიური ტურიზმი შემოვიყვანოთ ქვეყანაში, რასაც მაღალმხარჯველიანი ტურისტი მოჰყვება“, - ამბობს Hospitality Projects-ის დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები