მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხი შემოწმდა - შედეგები

64bf9799dcc49
BM.GE
25.07.23 13:37
2613
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა მიმდინარე წლის 6 თვეში, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, 31 კომპანიაში განახორციელა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, აღებული 173 ნიმუშიდან დარღვევა 12-ში აღმოჩნდა.

"საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 44 კომპანიაში განხორციელდა, აღებული 233 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 30-ში. უარი სერტიფიკატის გაცემაზე ეთქვა 12 კომპანიას. ამასთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS“ და „Bureau Veritas” მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირება 83 კომპანიის პროდუქციაზე განხორციელდა. აღებული 280 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 12-ში. სერტიფიკატი გაუუქმდა 12 კომპანიას. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

საანგარიშო პერიოდში, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 143 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ შემოვიდა 6274 ნიმუში, აქედან 204 ნიმუში შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი დადებითად", - წერია სააგენტოს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები