მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კარტოფილის ექსპორტმა იმპორტს გადააჭარბა - მთავარი სავაჭრო პარტნიორები

611914750499e
ვიქტორია მღებრიშვილი
15.08.21 18:20
4931
საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 1.4 მლნ დოლარის ღირებულების 6 600.4 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი იყიდა.

პირველ 6 თვეში კარტოფილის ექსპორტი იმპორტს აღემატება. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ კარტოფილის რეალიზაციით 8.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობა კი 23 745 ტონაა. მთლიანი ექსპორტის ძირითადი ნაწილი რუსეთზე მოდის (7.8 მლნ დოლარი). დანარჩენ სარეალიზაციო ბაზრებს კი აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, თურქმენეთი, სომხეთი, ყაზახეთი წარმოადგენს. კარტოფილის ექსპორტი უმნიშვნელო მოცულობებით უკრაინაში, ჰონგ-კონგსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებშიც განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტს, ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის პირველ ნახევარში კარტოფილის იმპორტისთვის ქვეყნიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54.5%-ით ნაკლები თანხა გავიდა (2020 წელი - 3.2 მლნ დოლარი).

აღნიშნულ პერიოდში საქართველომ კარტოფილის იმპორტი 9 ქვეყნიდან განახორციელა, საიდანაც უმსხვილესი საიმპორტო ბაზრები ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველომ ამ პერიოდში კარტოფილი თურქეთში იყიდა:

1. ნიდერლანდები - 507.4 ათასი დოლარი, 635.3 ტონა;
2. თურქეთ - 498.4 ათასი დოლარი, 5 361.1 ტონა;
3. გერმანია - 308.8 ათასი დოლარი, 350.5 ტონა;
4. დანია - 58.8 ათასი დოლარი, 91.2 ტონა;
5. საფრანგეთი - 29.8 ათასი დოლარი, 41.2 ტონა;
6. აზერბაიჯანი - 29.4 ათასი დოლარი, 68.6 ტონა;
7. ეგვიპტე - 6.1 ათასი დოლარი, 29.0 ტონა;
8. ირანი - 2.5 ათასი დოლარი, 23 ტონა;
9. სომხეთი - 0.2 ათასი დოლარი, 0.3 ტონა;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები