მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კრიპტოგადახდების სისტემა CityPay.io საერთაშორისო ბაზარზე პირველ მომხმარებელს იღებს (R)

627a446be544c
BM.GE
10.05.22 15:30
1548
ორ თვეზე მეტია, რაც ქართულმა ტექ სტარტაპმა CityPay.io-მ საერთაშორისო ბაზარს შესთავაზა კრიპტოგადახდების მარტივად, სწრაფად და საშუალოდ 5-ჯერ შემცირებული ტრანზაქციის ხარჯებით მიღების მომსახურება. სტარტაპის წარმომადგენლების განცხადებით, წლის დასაწყისიდან უკრაინის ბაზარზე შესვლის პროცესი იყო დაწყებული, რაც სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების ფონზე გარკვეული პერიოდით შეჩერდა. ამის შემდეგ, სტარტაპმა გლობალურ ბაზარზე გასვლის ახალი ეტაპი დაიწყო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კონკრეტულ სეგმენტებზე სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია განახორციელა.

მიმდინარე მსოფლიო მოვლენების პარალელურად კრიპტო გადახდებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. ერთის მხრივ, საერთაშორისო კომპანიები უფრო მეტად ენდობიან კრიპტოვალუტას, როგორც გადახდის მიღების უნივერსალურ საშუალებას, მეორე მხრივ კი კრიპტოს მფლობელთა რიცხვი გეომეტრიული სისწრაფით იზრდება და 2021 წელს 178%-იანი ზრდის შემდგომ 2022 წლის ბოლოსთვის 1 მილიარდამდე გაზრდა არის პროგნოზირებული, რაც 3.4-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წლის დეკემბრის მონაცემი (295 მლნ). კრიპტო მფლობელების 58% -ის ასაკი 34 წელს ქვემოთაა, რაც კრიპტოვალუტის სამომავლო მზარდ ტენდენციებს უფრო ნათლად გვაჩვენებს. ასევე, საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ კრიპტო გადამხდელების საშუალოდ 40% კომპანიისთვის ახალი მომხმარებელია, კრიპტოთი გადახდის შესაძლებლობას კი კრიპტო მფლობელების 60% აქტიურად უჭერს მხარს.

სტარტაპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიპტო გადახდების მიღებით ძირითადად დაინტერესებული არიან კომპანიები რამდენიმე ინდუსტრიიდან:

• E-commerce ბიზნესებში ტრანზაქციების რაოდენობა ყოველწლიურად 12.5%-ით იზრდება. ლოკალური და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიები ციფრული ვალუტით გადახდების მიღებას ახალი სეგმენტის ათვისების და ტრანზაქციის ხარჯების შემცირების მიზნით ნერგავენ.

• ონლაინ გართობის პლატფორმებისთვის მნიშვნელოვანია მათი კლიენტებისთვის გადახდების დაცულობისა და ხშირ შემთხვევებში ანონიმურობის დაცვა, რასაც კრიპტო გადახდები 100% ით უზრუნველყოფს. ამ დროისთვის 50 მილიონზე მეტი კრიპტო-გეიმერია მსოფლიოში, რომლებიც აქტიურად მოიხმარენ კრიპტო-მეგობრულ სხვადასხვა კომპიუტერული თამაშების პლატფორმაზე.

• ონლაინ და ვებ სერვისები - რომლებიც საერთაშორისო გადახდებს უმეტესად ყოველთვიური გამოწერების (subscription) სახით იღებენ, მათთვის მნიშვნელოვანია ტრანზაქციების ხარჯის მინიმუმამდე დაყვანა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება.

როგორც "სითიფეიში" აცხადებენ, აღნიშნულ სფეროებში უკვე აქტიურად და წარმატებით მუშაობენ საქართველოს ბაზარზე და კარგად იცნობენ მსგავსი კომპანიების საჭიროებებს. “საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე მსხვილი კომპანიების დაინტერესება ჩვენი კრიპტო გადახდების სისტემის დანერგვით, დიდი მოტივაციაა უფრო მასშტაბური გადაწყვეტა შევთავაზოთ მომხმარებლებს და განვავითაროთ პროდუქტი სხვადასხვა მიმართულებით”, - ბექა ქემერტელიძე, CityPay.io თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები