მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ლუდის კომპანია” ირლანდიური ლუდის Guinness-ის ოფიციალური და ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა

606d53112cd8b
BM.GE
07.04.21 10:33
4520
სუპერპრემიუმ ლუდი Guinness-ი მსოფლიოში უკონკურენტო ბრენდია, რომელიც აბსოლუტური ნდობით და ცნობადობით სარგებლობს. ამ ეტაპზე Guinness-ი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქილაში და ჩამოსასხმელი სახით. ინტენსიური შავი ხავერდისებრი ეფექტისა და მდიდარი კრემისებრი ქაფის მქონე ლუდში ალკოჰოლის შემცვლელობა 4.2%-ის დონეზეა.

„ქართული ლუდის კომპანიისა“ და DIAGEO-ს ურთიერთობა, რომელიც წარმოადგენს ბრენდს Guinness, ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ბევრი აუდიტისა და საცდელი წარმოებების, ასევე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ „ქართულმა ლუდის კომპანიამ“ 2019 წელს ექსკლუზიურად ირლანდიური ლაგერის ტიპის ლუდის „ჰარპის“ (HARP ) წარმოების ლიცენზია მოიპოვა.

„ჰარპი“, რომელიც დღეს "ქართული ლუდის კომპანიის" პორტფელში საპატიო ადგილს იკავებს, წარმოადგენს ნათელ, ღია ოქროსფერ ლუდს.

„ჰარპის“ წარდგენიდან მალევე მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ირლანდიური ლუდების მთავარი ბრენდი Guinness ჩვენს პორტფელში დაგვემატებინა და ლუდის მოყვარულებისთვის წარგვედგინა, თუნდაც ჯერ იმპორტირებული პროდუქტის სახით. 2020 წელს დაწყებული პროექტი პანდემიის ფონზე გარკვეულ ეტაპზე შევაჩერეთ, ხოლო 2021 წლის იანვარში მოლაპარაკებები კვლავ განვაახლეთ. შედეგად, ლეგენდარული ლუდი Guinness-ი უკვე საქართველოშია და მომხარებლისათვის ხელმისაწვდომია.

Guinness-ი ლუდების სეგმენტში მსოფლიოში უპირობო ლიდერია. გამოირჩევა განსაკუთრებული სახასიათო თვისებებით და მას „სტაუტების მეფესაც“ კი ეძახიან. მისი წარმოება მარტივი არ არის და საკმაოდ დიდი გამოცდილება სჭირდება. Guinness-მა მიაღწია იმას, რომ ის სხვა ლუდებისგან რადიკალურად განსხვავებულია და ხასიათდება კრემისებრი ქაფით. მისი სპეციფიკურობიდან და ექსკლუზიურობიდან გამომდინარე, Guinness-ი სუპერპრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი", - აცხადებს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი.

Guinness არ არის სტანდარტული ლუდი - გარდა ფერისა, მისი გემოც განსხვავებულია. გამოირჩევა ხარშვის მაღალი სტანდარტით - თითოეული პროდუქტი საბოლოო მომხმარებელთან მისვლამდე 250-ჯერ გადის სხვადასხვა ტიპის ხარისხის დაკვირვებას.

Guinness-ის ქარხანა, რომელიც ირლანდიაში მდებარეობს, ერთადერთია, რომელსაც საკუთარი ქერი მოჰყავს და თავად ხალავს. 232 გრადუსი - ხალვის იდეალური ტემპერატურა, არც მეტი და არც ნაკლები - რეცეპტის ერთ-ერთი წარმატების განმაპირობებელია, რის გამოც მისი გემო უფრი დასამახსოვრებელი ხდება. ასევე CO2-ის ნაცვლად Guinness-ის ჩამოსხმისათვის უკვე კათხებში გამოიყენება აზოტი, რის გამოც ლუდის ქაფი არის კრემისებური და ინტენსიური. სწორედ ამისთვის შეიქმნა ე.წ. ვიდჯეტი, რომელიც ქილაშია მოთავსებული. ქილის გახსნისას ბურთულა ლუდში გამოყოფს აზოტს და მიიღწევა ბარის ლუდის იდენტური ეფექტი.

„ქართული ლუდის კომპანიის“ ხელმძღვანელის კახაბერ კოტრიკაძის განმარტებით, Guinness-ის მიერ ეტაპობრივად მოხდება ქართული ბაზრის ათვისება. Guinness-ი თავდაპირველად ქსელურ მარკეტებში გაიყიდება, ხოლო შემდგომ ნელ-ნელა მოხდება გაშლა და ის სხვადასხვა მაღაზიებშიც იქნება წარმოდგენილი.

"სუპერპრემიუმ ბრენდები საერთო გაყიდვებში დიდ რაოდენობას არ აგენერირებენ, თუმცა მიგვაჩნია, რომ Guinness-ი ამ სეგმენტში დიდ წილს დაიკავებს და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ ქართულ ბაზარზე ბევრი ლუდია წარმოდგენილი, თუმცა "სტაუტი" მომხმარებლისთვის ადვილად მისაწვდომი არ არის", - განმარტავს კოტრიკაძე.

"ქართული ლუდის კომპანიისა" და DIAGEO-ს პარტნიორობის ფარგლებში, სამომავლოდ ქართულ ბაზარზე სხვა საერთაშორისო ლუდის ბრენდების წარმოდგენაც იგეგმება, რომლებიც დღეს DIAGEO-ს საერთაშორისო პორტფელის ნაწილია.

შეგახსენებთ, რომ Guinness-ის ბრენდის მფლობელი კომპანია DIAGEO 1759 წელს, არტურ გინესის მიერ დაფუძნდა. დღეს კი გლობალური კომპანია DIAGEO მსოფლიოში ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე და 200 საერთაშორისო ბრენდის მწარმოებელია. მის პორტფელს ამშვენებს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: John walker, Baileys, Smirnoff, J&B, Capitan Morgan, Tanqueray, Guinness და სხვა.

ამჟამად Guinness-ი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 150 ქვეყანაში.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები