"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
კობახიძის განცხადებით, იმპიჩმენტი პრეზიდენტის მიერ "კონსტიტუციის დარღვევით" არის განპირობებული, რაც მის მიერ უცხოეთში - გერმანიასა და ბელგიაში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება, რისთვისაც მას მთავრობამ ნებართვა არ მისცა.
კობახიძის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარlამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე „ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.