მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი Scroll-ი უკრაინის შემდეგ, კვიპროსში შედის

625ee680d5f52
მარიამ ადამია
19.04.22 23:00
919
ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა, რომელიც უკვე ორი წელია ეკო-მეგობრულ ელექტრო სკუტერის სერვისს თბილისის და ბათუმის გარდა, კიევშიც ავითარებს და რომელიც ომის გამო დროებით გაჩერებული იყო, ოპერირება გასულ კვირას განაახლა. BM.ge-თან კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა, დანიელ დოინიცინმა განაცხადა, რომ საომარ ვითარებაში, შეზღუდული მობილობის გამო, მუნიციპალიტეტის თხოვნა იყო, რომ Scroll-ი დაბრუნებულიყო ბაზარზე და დახმარებოდა მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში. მანამდე კი, კომპანიამ უკრაინის ომბუდსმენს რამდენიმე ელექტროსკუტერი გადასცა.

“კიევში გასული კვირის პარასკევს დავბრუნდით, თუმცა ჯერ ის სიახლეები რაც გვქონდა ომამდე დაგეგმილი აღნიშნულ ბაზარზე შეჩერებული გვაქვს. სამაგიეროდ, ამ დროისთვის კვიპროსში შესასვლელად ვემზადებით. აქ Scroll-ი უკვე ჩაშვებული გვაქვს, მაგრამ ახლა სხვა ელექტრო ტრანსპორტის შეტანაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მოსამზადებელი პროცესები უკვე ბოლო ფაზაში გადადის და ზაფხულისთვის დავიწყებთ ოპერირებას,” - განაცხადა დანიელ დოინიცინმა.

ინფორმაციისთვის, რომ არა ომი, მარტიდან ქართული სტარტაპი Scroll-ი კიევში სკუტერების რაოდენობას 30-40%-ით ზრდიდა და ახალი სატრანსპორტო საშუალების შეტანასაც გეგმავდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები