მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სთრით ფუდი ახლა საწყის ეტაპზე იმყოფება და სახელმწიფოს ხელშეწყობა სჭირდება - “თამთაკი”

648dab48a22d5
ლიკა გურაბანიძე
17.06.23 20:05
825
ქართული კერძების სთრით ფუდ კომპანია “თამთაკის” დამფუძნებელი ეკატერინე გეგია BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი ბიზნესი ახლა საწყის ეტაპზეა და მას განვითარება სჭირდება, რაშიც მონაწილეობა სახელმწიფომაც აქტიურად უნდა მიიღოს.

“მცირე ბიზნესს არ აქვს ისეთი ცნობადობა, როგორიც შედარებით დიდ კომპანიებს. ამაში ჩვენ სერიოზული ხელშეწყობა გვჭირდება, რადგან პირადი სახსრებით რთულია, რომ ამ გამოწვევებს ისე ვუპასუხოთ, როგორც ეს ჩვენს ბიზნესს სჭირდება.

მაგალითად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წამახალისებელი იქნებოდა ის, რომ საქართველოში ღია სივრცეებში უფრო მეტი ბაზრობები ეწყობოდეს. ამით თავისთავად ჩვენი ბრენდების პოპულარიზაციაც მოხდება და შესაბამისად მეტ მომხმარებელსაც მოვიზიდავთ. ქართული სთრით ფუდი ახლა საწყის ეტაპზე იმყოფება, ვერ ვიტყვი, რომ ბევრი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ამით არის დაკავებული.

ეს არის საკმაოდ ახალი და განსავითარებელი სიახლე, რასაც აგრეთვე ჩვენი სახელმწიფოს ხელშეწყობაც ესაჭიროება. დიდ როლს ამაში საერთაშორისო ბლოგერების ჩამოყვანა ასრულებს, ისინი ჩვენ გაგვაპიარებენ და უფრო მეტს გაიგებენ არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიო მასშტაბით. ამით ტურისტულ სეზონზე ჩვენთან მეტი მომხმარებელი მოვა, რადგან საერთაშორისო ცნობადობა გვექნება”, - განმარტა გეგიამ.

“თამთაკი” ქართული სთრით ფუდის კომპანიაა, რომელიც საავტორო კერძებს უშვებს. კომპანია, როგორც ხორცის პროდუქტებს, ასევე ვეგეტარიანულ საკვებს აწვდის ბაზარს. “თამთაკის” კერძების ფასები 9-დან 20 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები