მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა სტარტაპებმა ქვეყანაში $94 მილიონის ინვესტიცია მოიზიდეს - GITA-ს ხელმძღვანელი

62766654a642e
ალა ისპირიანი
07.05.22 16:25
1786
ქართულმა სტარტაპებმა, ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 94 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიზიდეს. ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გადაცემა “Bmg Drive” –ში განაცხადა.

ავთანდილ კასრაძის თქმით, მხოლოდ გასულ წელს, მოზიდული ინვესტიციების მოცულობა 250 მლნ ლარს აღემატება.

„რამდენიმე ინდიკატორი გვაქვს, რითაც ეფექტიანობას ვზომავთ. 2018 წელს მისი გაზომვა შეუძლებელი იყო, რადგან სტარტაპებს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ შედეგების დადება დაიწყონ. ასე არ ხდება, რომ სტარტაპებში ფულს შეიტან და 3 ან 6 თვეში, ან 1 წელში ეს ფული დაბრუნებას დაიწყებს. ისინი ინოვაციურ პროდუქტს ქმნიან, რომელსაც დრო სჭირდება.

ეფექტიანობის გაზომვის ერთ -ერთი ინდიკატორია, რა დამატებითი ინვესტიციები მოიზიდეს. ყველა პროექტი, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დაფინანსებული არცერთისთვის საკმარისი არ არის ის თანხა, რომელიც ჩვენ შეგვაქვს. თუ ინოვაციური სტარტაპისთვის 100 000 ლარი საკმარისია, მაშინ ის არ არის ინოვაციური სტარტაპი, რადგან შეუძლებელია ამ თანხით გლობალურ ბაზარზე გახვიდე. ეს არის საწყისი თანხა, რომ განვითარდეს.

2020 წლის შეჯამება როდესაც გვქონდა, 35 მლნ იყო კერძო ინვესტიცია, რომელიც მათ შუა პანდემიის დროს მოიზიდეს, თან ეს პირველი შედეგი იყო, რომელიც სტარტაპებმა დადეს, თუმცა 2021 წელი ფანტასტიკური იყო და გასულ წელს ქართული სტარტაპების მოზიდული ინვესტიციები 250 მლნ ლარს გასცდა. მთლიანობაში, 4 წლის განმავლობაში, ჩვენმა დაფინანსებულმა სტარტაპებმა, დღევანდელი დღის მდგომარეობით, ქვეყანაში 94 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიტანეს, რაშიც ჩვენ 21 მლნ ლარი ჩავდეთ", - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები