მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ჯორჯ არისონის დაარსებული Shift-ი საჯარო კომპანია გახდა - რა არის SPAC?

5f9457da8a7ec
სალომე მეცხვარიშვილი
24.10.20 20:32
1923

Shift Technologies, აშშ-ში დაფუძნებული გაყიდვების ონლაინ პლატფორმაა მეორადი მანქანებისათვის, რომელიც გასულ კვირას საჯარო კომპანია გახდა და მისი აქციები მსურველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. კომპანიის ქართველი დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორი ქართველი ჯორჯ არისონი Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან საჯარო განთავსების დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, კომპანიამ ტრადიციული IPO-ს ნაცვლად Spac(Special Purpose Acquisition Company) აირჩია, რამდენადაც ეს უფრო სწრაფი და შემოსავლიანი გზაა ინვესტიციების მოსაზიდად.

“Special Purpose Acquisition Company- ეს არის სპეციალურად შექმნილი კომპანია, რომლის მიზანია, იყიდოს სხვა კომპანია. ის მოიცავს უბრალოდ 2-3-ადამიანს და ფულს, თავად არ საქმიანობს არაფერს და მისი მიზანია, იპოვოს კომპანია, რომელსაც აქვს ბიზნესი და სურვილი, რომ ამ კომპანიას შეუერთდეს და გახდეს საჯარო კომპანია. ბოლო 3-4 წელია ეს გზა პოპულარული გახდა, რამდენადაც ამ გზით შეგიძლია ბევრად მეტი ფული აიღო ბაზარზე, ვიდრე ტრადიციული IPO-ს მეშვეობით. როცა ტრადიციულ IPO-ს აკეთებ, შეგიძლია კომპანიის ღირებულების მაქსიმუმ 10-15% აიღო ინვესტორებისგან, spac-ის პირობებში ორჯერ ამდენის აღება შეიძლება.

მეორე პლუსი არის, რომ შეგიძლია უფრო სწრაფად მოხდეს საჯარო კომპანიად ჩამოყალიბების პროცესი, IPO-ს შემთხვევაში ამ ყველაფერს სჭირდება 9 თვე, SPAC-ის შემთხვევაში კი ეს 3-4 თვეშია შესაძლებელი.

მესამე, SPAC-ის შემთხვევაში შენ შეგიძლია გქონდეს საუბარი არამხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც. როცა IPO-ს აკეთებ ამერიკაში, გეკრძალება იმის თქმა, თუ რას აპირებ მომავალში, ინვესტორები გადაწყვეტილებას შენი წარსულიდან გამომდინარე იღებენ. SPAC-ის შემთხვევაში კი პირიქით, როცა მიმდინარეობს 2 კომპანიის გაერთიანება, შეგიძლია ილაპარაკო, რას იზამთ ერთად მომავალში, რაც ჩემნაირი კომპანიისთვის სასურველია. რადგან ჩვენ ვართ სულ 6 წლის კომპანია და ეს დრო ძალიან ცოტაა, რომ გახდე საჯარო კომპანია, ამიტომ გეგმებზე საუბარი პლუსია”,- აცხადებს ჯორჯ არისონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები