მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა ხალხმა და მთავრობამ უნდა გამოგზავნოს სიგნალები, რომ მზად ხართ EU-ს კანდიდატის სტატუსისთვის - გერმანიის ელჩი

64807b64ba8f6
ანუკა ჯოხაძე
07.06.23 18:20
747
საქართველოს მოქალაქეებმა და მთავრობამ ევროკავშირს უნდა დაანახონ ყველა შესაძლო სიგნალი, რომ ისინი მზად არიან კანდიდატის სტატუსის მისაღებად, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა განაცხადა.

“ამ წლის დეკემბერში, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინში ვართ, რადგან ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. მე მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მთავრობას, რომ გამოგვიგზავნონ ყველა შესაძლო სიგნალი, რომ თქვენ ხართ მზად დააკმაყოფილოთ ევროკავშირის სტანდარტები და მოთხოვნები”, - ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში.

ქვეყნის სვლა ევროკავშირისკენ საქართველოს საინვესტიციო გარემოს უფრო საინტერესოს ხდის, ასე უპასუხა BM.GE-ის კითხვას ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა. როგორც ფიშერი ამბობს, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ევროკავშირისკენ გეზი კიდევ უფრო მეტად ზრდის.

“საუკეთესო, რაც საქართველოს საინვესტიციო გარემოს დღეს აქვს, არის ქვეყნის სვლა ევროკავშირისკენ. კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და შემდეგ უკვე წევრობა ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ევროპის ბაზრის ნაწილი. ევროპელი ინვესტირები ინვესტიციას ახორციელებენ ძირითადად ჩვენს ბაზარზე, რადგან აქ მოქმედებს ერთნაირი რეგულაციები", - თქვა ელჩმა.

კითხვაზე, რამდენად საინტერესოა დღეს საქართველო საინვესტიციო თვალსაზრისით, გერმანელი ინვესტორებისთვის, ელჩი გვპასუხობს, რომ გერმანელი ინვესტორეისთვის ქვეყანა ტრანზიტული თვალსაზრისით საინტერესოა.

"ასევე მინდა ვთქვა, რომ შუა დერეფნის გამო საქართველო ძალიან საინტერესოა. საქართველო არის უმოკლესი დამაკავშირებელი ევროპისა და აზიის. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რითაც გერმანელი ინვესტორები დაინტერესებულები არიან”, - აცხადებს პიტერ ფიშერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები