მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთის ახალი ბულვარი გაიხსნა - პროექტი 8,1 მლნ ლარი დაჯდა

62dd41f79e0b1
BM.GE
24.07.22 16:54
3645
ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გახსნეს.

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოების ღირებულებამ 8,100,000 ლარი შეადგინა.

პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, ველო ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები. ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი, აშენდა საფეხმავლო ხიდი.

ცნობისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, პროგრამის „განახლებული რეგიონები“ პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში. მიმდინარეობს 500-ზე მეტი შენობის და 80-მდე პარკისა და სკვერის რეაბილიტაცია. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა 2021 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. პროგრამის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო პროგრამის მეორე ეტაპის სამუშაოებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები