მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში 37.5 მილიონ ლარად ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

სპორტული კომპლექსი ქობულეთი
BM. GE
10.08.23 18:54
5

ქობულეთში 37.5 მილიონ ლარად ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება - ამას ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერი, რომელიც მრავალფუნქციური ნაგებობების მშენებლობას გულისხმობს. შესყიდვა აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადდა.

სატენდერო აღწერილობის თანახმად, კომპლექსი გააერთიანებს პოპულარული სპორტის სახეობების სავარჯიშო და სათამაშო ცენტრებს. 

ტენდერის თანახმად, მონაწილეობის მსურველ კომპანიას შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები, ამასთან 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე აშენებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 მილიონი ლარის ღირებულების სპორტული, სამაყურებლო, კულტურულ სანახაობრივი ან სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობა. 

ტენდერში წინადადებების მიღება 7 სექტემბერს იწყება და 12 სექტემბერს სრულდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები