მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში $45 მლნ-იანი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება და აპარტამენტები მოეწყობა

5da867f3813a4
ლიკა გურაბანიძე
17.10.19 18:49
2112
მიმდინარე წელს ქობულეთში 2,7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 4-ვარსკვლავიანი მსოფლიო დონის სასტუმრო აშენდება და სასტუმრო აპარტამენტები მოეწყობა.

როგორც BM.GE-ს პროექტის განმახორციელებელი კომპანიის "ალიანს ჯგუფის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა თემურ ბიწაძემ განუცხადა, პროექტში ჯამში, დაახლოებით 45 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე სასტუმროს ბრენდის სახელწოდება კომპანიის კომერციულ საიდუმლოებად რჩება.

ტერიტორიაზე სასტუმროს და სასტუმრო აპარტამენტების გარდა, აუზების, გამწვანებული ზონის, ამფითეატრის, აკვაპარკის და ატრაქციონების განვითარება იგეგმება. პროექტის დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება.

"ამჟამად პროექტი უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმების ფაზაშია და მისი საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, დეტალებზე საუბარი შეგვეძლება. პროექტი "ჯორჯიან პალასის" სასტუმროსთან ახლოს მოეწყობა.

თუმცა პროექტის დასრულებამდე, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, პირი, რომელიც ქობულეთში სასტუმრო აპარტამენტს შეიძენს, მას შეეძლება მსოფლიოს 3 500 კურორტზე "ალიანს ჯგუფის" ხარჯზე იმოგზაუროს. კერძოდ, პირი მისსავე შეძენილ ბინაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, ცხოვრებას ვერ შეძლებს და სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამი წლის განმავლობაში სამჯერ (წელიწადში ერთხელ, თითო კვირით) სხვადასხვა კურორტზე დავასვენოთ. ეს პროექტი Marriott-ის ერთ-ერთ აფილირებულ კომპანიასთან ერთად ხორციელდება", - განაცხადა ბიწაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები