მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქორწილი აღარ ჩატარდება... ეს საზოგადოების გამარჯვებაა - პრეზიდენტი

6468c6d1aabab
ინგა მურუსიძე
20.05.23 17:08
1133
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყვარელში სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი აღარ გაიმართება. როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია შსს-სგან მიიღო, რომელსაც რთულად, თუმცა დაუკავშირდა.

„მივიღე პირობა და ინფორმაცია, რომ ოჯახი, რომელიც ქორწილს გეგმავდა, წასულია და ქორწილი აღარ ჩატარდება. ეს არის საზოგადოების გამარჯვება, როგორც თავის დროზე მოხდა გავრილოვის შემთხვევაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა გააკრიტიკა ხელისუფლება, იმისთვის, რომ არ იცოდნენ თუ ვინ შემოვიდა ქვეყანაში.

"რას ნიშნავს არ ვიცოდით, ვინ შემოვიდა? მოგიწოდებთ, დაიცვათ საზღვარი, რომ სანქცირებული პირები აღარ შემოვიდნენ", - ამბობს პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები